და ამ საგიჟეთში, მე კვლავ ორ ცეცხლს შუა აღმოვჩნდი

ინგა გრიგოლიას გუშინდელი გადაცემის შემდეგ, სადაც მისი ერთ-ერთი სტუმარი კობა დავითაშვილის ვაჟი, თორნიკე გახლდათ, სოციალურ ქსელში როგორც ნაციონალური მოძრაობის, ასევე ოცნების პარტიის მხარდამჭერებმა შეუტიეს. ინგა რამდენიმე კომენტარს აქვეყნებს, რომლებიც მას დაუწერეს და აღნიშნავს:

"და ამ საგიჟეთში, მე კვლავ ორ ცეცხლს შუა აღმოვჩნდი. ორივე მხარის ფანატიკოსების მოგერიებაში გავატარე  გადაცემის მერე, წუხანდელი საღამო. ყველა ითხოვს, მხოლოდ ის აზრი ესმოდეს ეკრანიდან, რასაც თავად უპირობოდ ფიქრობს! ფანატიზმი კლავს…"