კოშმარი ხდება, ასეთი რაღაც არ ხდებოდა არასდროს...

"კოშმარი ხდება, ასეთი რაღაც არ ხდებოდა არასდროს",- ამ სიტყვებით შეაფასა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.

მისი თქმით, ეპიდემიის გამო ადამიანები დაიღალნენ, მათ შორის ექიმებიც რის გამოც შესაძლოა ქვეყანა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდეს.

„ბევრი არ უკლია ნაბიჯს, სადაც ზღვარი მთავრდება არის მომენტი როდესაც ზეზღურბლოვანი ხდება ეს ყველაფერი და ადამიანი იფიტება. სამწუხაროდ ექიმებიც ადამიანები არიან და სავალალო შედეგამდე შეიძლება მივიდეს ქვეყანა“,- განაცხადა ლევან რატიანმა.