ელენე ხოშტარია საავადმყოფოდან საგანგებო მიმართვას ავრცელებს

პოლიტიკური პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში ეხმაურება ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტს.  მისი თქმით, სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ დეპუტატის გარდაცვალების მიზეზები

ხვალ თბილისშიც უნდა ამოვიღოთ ხმა! 
გადადგეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე!
სასწრაფოდ გამოიძიონ ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლისა და მუქარის საქმე და მისი გარდაცვალების მიზეზები!
დაისაჯოს ამ საქმეში მონაწილე ყველა პირი!
25 ნოემბერი, 12:00 საათი, ვიკრიბებით "ქართული ოცნების" ოფისთან (ერეკლე მეორეს მოედანი N3)
 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დღეს გავრცელებული ჩანაწერები ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ და მასთან დაახლოებულმა პირებმა სცადეს ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვა და დაშინება. ნუგზარ ფუტკარაძე ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.  მისი გარდაცვალების შემდეგ, ოპოზიციამ ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა. 
"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არ გვეშინია, პროტესტი არ შეწყდება და აღარავინ დარჩება მარტო მოძალადე სისტემის წინაშე!