სანდრას რატომ არ ასამართლებენ? ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრაზე. სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე

სანდრას რატომ არ ასამართლებენ? ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრაზე. სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

"ამ ხარჯების მეოთხედი, მეხუთედი სანდრაზეა. გაიხსენეთ, რომ სანდრამ შემოიტანა ამ ქვეყანაში 100 მილიონი ევროს გრანტები სამედიცინო სექტორში. სანდრას მეშვეობით 4-ჯერ ნაკლები ქართველი ქალი კვდება მკერდის კიბოთი, ვიდრე მანამდე, ყველა ციხის ექიმი გეტყვით, სანდრას ჯანდაცვისთვის ციხეში რამდენი რამ აქვს გაკეთებული.

სანდრა არ იყო კორუფციონერი? გენერალური ასამბელის სესიაზე ერთად ვიყავით და აღმოაჩნდა სასწრაფო ონკოლოგიური პრობლემა, სასწრაფო ოპერაცია გავუკეთეთ, დაჯდა საკმაოდ ძვირი თანხა, ეს საქმე რატომ არ არის შეტანილი?!", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.