დაპირისპირება ქართველ სელებრითებს შორის - რატომ დაუპირისპირდა მაიკო კაჭკაჭიშვილი ნუცა ბუზალაძეს საჯაროდ

"ყოველთვის, ყველა მომღერალს უჭირდა სიმღერის ავტორის დასახელება. რატომღაც ეგონათ, რომ რახან იმღერეს, თვითონ იყვნენ ყველაფერი, მაგრამ ასე არ არის. სიმღერა დაგიწერა ავტორმა და შენ უბრალოდ ასრულებ. ეს პრობლემა 2000 – იანი წლებიდან იყო.
სხვებისგან განსხვავებით არასდროს ავიწყდებოდათ ავტორის დასახელება ლელა წურწუმიას, ნინიბადურაშვილსადა ნოდიკო ტატიშვილს. ახლა უკვე ბევრ მომღერალს აქვს რეპერტუარში ჩემი სიმღერა, ჰგონიათ, რომ თვითონ არიან ყველაფერი და მორჩა.
დაფიცებული მაქვს, სულ რომ მშიერი მოვკვდე, ცხოვრებაში არავის სიმღერას აღარ დავუწერ. თქვენი უმადური დედა ვატირე ცხოვრებაში… თავიდანვე შემეძლო ყველა მათგანზე კარგად მემღერა, მაგრამ ვიყავი ძალიან დიდი წონა, 200 კილო და ვფიქრობდი, რომ სცენას მე არ მოვუხდებოდი. ამიტომ სხვებს გადავულოცე ჩემი დაწერილი სიმღერები." – ამბობს მაიკო კაჭკაჭიშვილი.

 მეორე ლავში კი, რომელიც კომპოზიტორმა მოგვიანებით წაშალა, მომღერალ ნუცა ბუზალაძის მაგალითი გაიხსენა.

"ნუცა ბუზალაძემ ჩემი სიმღერით მოიგო იურმალას კონკურსი. პრიზის სახით აიღო 70 ათასი დოლარი, თუმცა  პატარა იების კონა, „ბანბანერკა" ან "რაფაელო" არც გახსენებია." – ამბობს მაიკო კაჭკაჭიშვილი.