სად იპოვეს გორში გაუჩინარებული 12 წლის გოგონა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს
- 08/12/21
- 45270 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
სამართალდამცველებმა გორში დაკარგული 12 წლის გოგოს ადგილსამყოფელს ბათუმში მიაკვლა. ამის შესახებ ინფორმაციაs შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებს.
არასრულწლოვანის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გრძელდება, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.
მოზარდის გაუჩინარების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერ-ჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, გორში მე-6 კლასელი გოგოს კვალი მას შემდეგ გაქრა, რაც მისმა ძმამ არასრულწლოვანი სკოლაში მიიყვანა. როგორც კამერების ჩანაწერებიდან გახდა ცნობილი მოზარდი სკოლაში არ შესულა და სხვა მიმართულებით წავიდა.


