ძალიან ცუდი ამბავი ხდება კიკეთში

ძალიან ცუდი ამბავი ხდება კიკეთში (ტაბიძის 25 და 27), სადაც სატყეო ზონის შუაგულში ეკონომიკის სამინისტრომ ჯერ გაასხვისა ტერიტორია და შემდეგ მერიამ გასცა გრგ და შემდეგ უკვე მშენებლობის ნებართვა.

მერიის ორივე გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვთ იქ მცხოვრებ ძალიან კარგ და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, თუმცა ზიანი უკვე დიდია და სავარაუდოდ საჭირო გახდება ადგილმონაცვლეობაზე საუბარი.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ წინა მოწვევის საკრებულომ სწორი გადაწყევტილება მიიღო და ამ ადგილზე 5,000 კვადრატული მეტრი ტყის ზონას მიაკუთვნა. სამწუხაროდ, შუაში წითლად მონიშნული ორი ლოტი ვერ გადაურჩა „ინვესტორს“.

ორი დღის წინ ასული ვიყავი და ყველა „სიკეთესთან“ ერთად, ვნახე რომ დიდი და ძველი მუხები იყო მოჭრილი და სანამ „გამოძიება მიდის“ არავის უფიქრია რომ ნებართვების განხილვა შეეჩერებინა.

სამწუხაროდ, გუშინდელი სხდომის ხმაურის გამო ყურადღების მიღმა დარჩა კიკეთში არსებული პრობლემა, რომელიც თბილისის მთავრობის წინაშე დავაყენეთ და ვთხოვეთ დაინტერესება. იმედი მაქვს რომ შესაძლებელი გახდება იქ მცხოვრების ხალხისთვის ტყის შენარჩუნება.

საკრებულო თქვენია, მოდით და მოიტანეთ თქვენი პრობლემები!