
გვიან ღამით თელავში 31 წლის ბიჭი დაიღუპა
- 09/12/21
- 48140 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

კახეთში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, "შევროლეტის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მანქანის მძღოლი, 31 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა.
დაღუპული ახალგზარდა ბიკო იობაშვილია.
მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.