ერთ წელიწადში კანქვეშა ჩიპების ჩაყენება უკვე საქართველოშიც შეგეძლებათ
- 09/12/21
- 51971 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ერთ წელიწადში საქართველოში კანქვეშა ჩიპები ხელმისაწვდომი გახდება, ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნეს ფორმულა ავრცელებს:
iPlus-ის გენერალური დირექტორი კახა სეფიაშვილი ამბობს, რომ ჩიპი პასპორტის, საკრედიტო ბარათების, ასევე სახლისა და მანქანის გასაღებების ფუნქციას შეითავსებს.
"ეს არის ჩიპი, რომელიც ინახავს ჩვენს პირად ინფორმაციას, მაგალითად საბანკო ბარათებს და სახლის ან მანქანის გასაღების კოდს. მსგავსი ჩიპებია ტელეფონებში, ბარათებში, თუმცა ნაკლები მეხსიერებით",- ამბობს სეფიაშვილი.
ჩიპი მარცხენა ან მარჯვენა ხელის ცერა თითის კანქვეშ მაგრდება.