საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი კორონავირუსით გარდაიცვალა
- 11/12/21
- 53408 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოთარ ფაცაციას გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსით გამოწვეული გართულებები სახელდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ის ზუგდიდიდან თბილისში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ოთარ ფაცაცია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას პრემიერის პოსტი 1993 წლის 20 აგვისტოდან 1995 წლის 5 ოქტომბრამდე ეკავა.
1992-1995 წლებში საქართველოს მე-3 მოწვევის და 1995-1999 წლებში საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.
ამ დრომდე ხელმძღვანელობდა საზოგადოება "ზუგდიდელს".