ახალქალაქში კაცმა 4 ადამიანი, მათ შორის საკუთარი 8 თვის ბავშვი დაჭრა
- 11/12/21
- 46935 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მამაკაცმა ოთხი ადამიანი დაჭრა, მათ შორის ყოფილი მეუღლე და 8 თვის ბავშვი. შემთხვევა სოფელ პატარა სამსარში მოხდა.
ოთხივე დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც მეტრონომს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე პოლიციამ მამაკაცი უკვე დააკავა.
უწყების განმარტებით, გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.