მე ზაზა სარალიძე, ვთხოვ საქართველოს პრეზიდენტს ჩემი შვილის მკვლელობაში ბრალდებულებს და მსჯავდებულებს გაუუქმოს ყველანაირი სასჯელი და მოუხსნას ნასამართლეობაც კი

"მე ზაზა ფრიდონის ძე სარალიძე ვითხოვ საქართველოს პრეზიდენტისგან, რომ ყველა ბრალდებულს, მსჯავრდებულს და უკვე მსჯავრ მოხდილი ადამიანებისაკენ გადადგას ჰუმანური ნაბიჯი და გააუქმოს ყველანაირი სასჯელი და მოუხსნას ნასამართლეობაც კი, რომ შეძლონ ჩვეულებრივ ცხოვრების ფერხულში ჩაბმა.

ქალბატონო სალომე!!!

იმედი მაქვს ამჯერად მაინც არ გასწევთ გვერდზე ჩემი და ჩემი ოჯახის ინტერესებს, როგორც საპარლამენტო კომისიის დროს გააკეთეთ.

გთხოვთ გამოიყენოთ თქვენ ხელთ არსებული ბერკეტები ამ ადამიანების მიმართ და ამ ნაბიჯით დაასრულოთ ჩემი ოჯახის სხვადასხვა მეორდება დისკრედიტაცია და ტალახში ამოსვრა.

ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს საქართველო" – წერს ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში.