დემნა გვასალიას საცეკვაო ჩუსტები კოლოსალური თანხა ეღირება
- 16/12/21
- 48267 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
"ბალენსიაგას" ახალი კოლექციის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ნივთი საქართველოში ტყავის დაბალძირიანი ფეხსაცმელია რეზინზე, რომელიც ქართველმა მომხმარებელმა მალევე შეადარა ქართული ცეკვის ჩუსტს. და მართლაც, მსგავსება ნამდვილად არის. სოციალური ქსელები უკვე მოიცვა ამონარიდმა ერთ-ერთი პრესტიჟული საიტიდან, სადაც "ბალენსიაგას" ზემოხსენებული მოდელი იყიდება, 705 დოლარად.
ჟურნალისტი ბექა ყორშია აქვეყნებს ფოტოს და წერს: "გრემის" ცერემონიალზე უკვე ვხედავ ცერებზე შემდგარ კანიე უესტს…"
"შენ კარდაშიანი უნდა ნახო, ხევსურულის კაბაში რა არის…", პასუხობენ ჟურნალისტს.
"ყოჩაღ, დემნა, არადა, ასეთებს 15 ლარად ვიკერავდით".