გოგონა 1 თვის გათხოვილი იყო, დილიდან ვეძებთ, არხში ვიპოვეთ - ბოლნისში 22 წლის, ახალდაქორწინებული გოგონას ცხედარი იპოვეს

შემზარავი შემტხვევა ბოლნისში, 22 წლის გოგონას ცხედარი არხში იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია იყო თვითმკვლელობა თუ მკვლელობა, ამასთან დაკავშირებით შსს გაავრცელებს ინფორმაციას.
ქალის ცხედარი ახლობელმა წყალში იპოვა. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება.
როგორც სოფელში ამბობენ, სავარაუდოდ გოგონამ თავი მოიკლა.
ასევე ტვ პირველის ინფორმაციით გოგონა 1 თვის წინ გათხოვდა.