სიკვდილამდე ხუთი დღით ადრე - რას წერს გორგი კეკელიძე

სიკვდილამდე ხუთი დღით ადრე,  ექვსი წლის წინ, ზუსტად დღეისწორს, მამაჩემი და მე პატარა, რძისფერ პალატაში ვიწექით. 
  - გინდა ახლა ახორში ვიყოთ და ძროხას ვწველიდეთ? - მკითხა უცებ მამაჩემმა.
 - არ მინდა!  - ვიცრუე მე და ცრემლი ჩავიბრუნე.
- ჩხრრ, ჩხრრ! - წაიჩურჩულა მამაჩემმა და გადაბრუნდა. და რაც უნდა ლექსები ვწეროთ სიცოცხლეზე, მის სიყვარულზე, ამ მოკლე დიალოგს ვერ გავუსწორდებით. ასე მგონია ახლა, ექვსი წლის შემდეგ, დღეისწორს, საათებით ცოტა გვიან.