სიკვდილამდე ხუთი დღით ადრე - რას წერს გორგი კეკელიძე
- 23/12/21
- 52367 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
სიკვდილამდე ხუთი დღით ადრე, ექვსი წლის წინ, ზუსტად დღეისწორს, მამაჩემი და მე პატარა, რძისფერ პალატაში ვიწექით.
- გინდა ახლა ახორში ვიყოთ და ძროხას ვწველიდეთ? - მკითხა უცებ მამაჩემმა.
- არ მინდა! - ვიცრუე მე და ცრემლი ჩავიბრუნე.
- ჩხრრ, ჩხრრ! - წაიჩურჩულა მამაჩემმა და გადაბრუნდა. და რაც უნდა ლექსები ვწეროთ სიცოცხლეზე, მის სიყვარულზე, ამ მოკლე დიალოგს ვერ გავუსწორდებით. ასე მგონია ახლა, ექვსი წლის შემდეგ, დღეისწორს, საათებით ცოტა გვიან.