გოგა ნასამართლევი იყო, ხულიგნობაზე... ძალიან ეჭვიანი ყოფილა... გოგას ძმაც დაჭერილია... - რას ყვება მოკლული გოგონას დეიდაშვილი მკვლელსა და მის ოჯახზე

გუშინ ვარკეთილში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელს საქართველოს თავზარი დასცა. ყველა შოკირებულია მომხდარი ფაქტით. 22 წლის გოგონას ახლობლებს ლაპარაკიც კი უჭირთ ამასთან დაკავშირებით

ელენე კაჭარავამ, ქეთი კეპულაძის დეიდაშვილი ერთ-ერთ ინტერნეტ გამოცემასთან ამბობს

"დაუჯერებელია, რაც მოხდა, ძლივს ვლაპარაკობ...

გოგა და ქეთი შეეყვარებულები იყვნენ, 2 წელია, რაც შეუღლდნენ, 1 წლის და 2 თვის დემეტრე ჰყავთ, რომლის თვალწინაც გამოასალმა ჩემი დეიდაშვილი სიცოცხლეს. დემე ქეთის დედასთან იქნება, ის გაზრდის. რა უნდა დაეშავებინა 5 თვის ორსულ ქალს, ვერ ვხვდები. გოგა ეჭვიანი ყოფილა, მაგრამ რატომ, ვერ ვხვდები. ქეთი მის გარეშე ნაბიჯს არ დგამდა, უიმისოდ არსად დადიოდა. რომ ვეტყოდით, გამოდი ჩვენთან, სულ იმას ამბობდა, - გოგას ვეტყვი და ისე გამოვალო, თვითნებურად არაფერს აკეთებდა. კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ასე ჩანდა, ყოველ შემთხვევაში.

წარმოიდგინეთ, კაცმა ცოლი მოკლა და კიდევ იმის აზრზე იყო, თავზე ეფიქრა, თავად ჩაბარებოდა. ეგ რომ ნორმალური ყოფილიყო, ადგილზე მოიკლავდა თავს. როგორც ჩემები ამბობენ და მეზობელი ბიჭიც ჰყვება, 2 კვირის წინ ექიმთან ყოფილა, - ფსიქიატრთან დადიოდა და რაღაც წამლებს სვამდაო. ნორმალური რომ ყოფილიყო, ამას გააკეთებდა? გოგას ძმაც დაჭერილია, და ჰყავთ პატარა, მკვლელობის მომენტში მული, სავარაუდოდ, სკოლაში იყო. მამამთილიც გასული ყოფილა.

ქეთი ისეთ ლამაზ აქსესუარებს, გვირგვინებს და დიადემებს ამზადებდა, კარგად ხატავდა, ძალიან შრომისმოყვარე გოგო იყო, სულ რაღაცას ცდილობდა და აკეთებდა. ოთხ თვეში მეორე ბიჭს ელოდებოდა, ისეთი ბედნიერი იყო... ჯოჯოხეთში ვართ ყველანი. დეიდაჩემს და ბიძაჩემს აზრი არ მოეკითხებათ, გათიშულები არიან" - თქვა ელენე კაჭარავამ.