ჩემი და გოგის თბილი სახლიდან რომ მიდიხარ, რამოდენიმე მეტრში ჩანს ჩემი ტკბილი მეუღლის სამუდამო კოშკი... ხელიც დაგიქნიე, დაბადების დღის სიმღერაც გიმღერე... ტორტი დაგიტოვე, ყველაზე ბევრი მარწყვი შენ დაგიდე...

ჩემი და გოგის თბილი სახლიდან რომ მიდიხარ, რამოდენიმე მეტრში ჩანს ჩემი ტკბილი მეუღლის სამუდამო კოშკი, იმის თავზე კი მეფურად შემოსკუპებული ჩემი გოგიტა, კეთილი ღიმილით
დღეს ღამის 12-ის ნახევარზე შენთან რომ მოვდიოდი, თოვლიან და მოლიპული გზის მაგივრად პირდაპირ ვიყურებოდი, ყველაზე წინ მოვრბოდი, აბა გაებედა რომელიმეს და ეთქვა ფრთხილად იარეო, არც მეუბნებოდენ, ერთ სიტყვასაც კი არ მეუბნებოდნენ.
დაჟინებით ვიყურებოდი იმ კოშკისკენ სადაც 100 წლის შემდეგ მეც უნდა მოვიდე და მაინც იმიტომ არ ვახამხამებდი თვალებს რომ მოლოდინი მქონდა იმ უკუნეთ ღამეში ლანდად დაგინახავდი!
თხილებში აშენებულ, შენს ახალ სახლში გამოსული ზემოთ ვიყურებოდი, სათითაო ვარსკვლავს ცალ-ცალკე ვარკვირდებოდი, ვინიცობას ჩემი მფარვი ანგელოზი დავინახო თქო, ხელიც დაგიქნიე, დაბადების დღის სიმღერაც გიმღერე.
ღრმად სუნთქვა დავიწყე, მე ვერ გხედავ მაგრამ აქ იქნები და შენს სურნელს მივხდები თქო, იმდენაად ვირუნე ეს რომ შენ მართლაც ჩემთან იყავი.
როგორ გაგიხარდა, გეგონა არ მოვიდოდი? 
ტორტი დაგიტოვე, ყველაზე ბევრი მარწყვი შენ დაგიდე 
მიყვარხარ ისე როგორც არასდროს არ ყვარებია არავის, ვინმე და ისე როგორც ვერავინ შეიყვარებს ვინმეს!