მითხრა მკვლელობის მიზეზი, მაგრამ აღარ ჩავეძიე, რადგან ძალიან უხასიათოდ იყო - 22 წლის ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

22 წლის ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი პირველ განცხადებას აკეთებს, მისი თქმით ბიჭი ძალიან უხასიათოდ იყო და ბევრ რამეში აღარ ჩაეძია, ასევე განაცხადა, რომ ბიჭი თანახმაა ყველანაირ სასჯელზე და არ ითხოვს გირაოს.

„ავუხსენი რა იქნებოდა მომავალში, მითხრა – მე თანახმა ვარ პატიმრობაზეო, არავითარი გირაო არ მოუთხოვია. წარსულში ნასამართლევი იყო თუ არა არ ვიცი. ბიჭი იყო ძალიან უხასიათოდ და დღესაც საუბრის სურვილიც კი არ ჰქონდა. სტაციონარულ მკურნალობას არა მაგრამ, აღრიცხვაზე ვფიქსირდებოდი და დანიშნული მქონდა ფსიქოტროპული ნივთიერებები, რომ დავწყნარებულიყავიო, მე მაქვს ფსიქიკური აშლილობა და დამაწყნარებელი იყო ჩემთვის ის ფსიქოტროპულები, რომლებიც დამინიშნა ექიმმაო. პიროვნება იყო ძალიან არაადეკვატური, უხალისოდ, ამიტომ მეც არ გადავტვირთე კითხვებით. შვილი წაიყვანეს გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა. შეურაცხყოფა მომაყენა და კონფლიქტი მოხდა შეურაცხყოფის ნიადაგზე – ამას ამბობს მხოლოდ, კონკრეტიკა ვერ მოვისმინე“, – განაცხადა ადვოკატმა.