ვალი 165 000 ევრო აქვს... ქალიშვილს 250 000 ლარიანი ბინა აჩუქა და შეიძინა ძვირადღირებული ავტომობილები - რა ქონებას ფლობს ჯანდაცვის ახალი მინისტრი

საზოგადოების დღევანდელი ინტერესის საგანი ახალი ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილია, რა თქმა უნდა საზოგადოებისთვის საინტერესოა თუ რა ქონებას ფლობს პოლიტიკაში ახლად მოსული ადამიანი, შესაბამისად დღეს შემოგთავაზებთ ჯანდაცვის ახალი მინისტრის დეკლარაციას, თუ რა ქონებას ფლობს და რამდენი აქვს ვალი აღებული.

2017 წელს მან თბილისში მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი შეიძინა. 2019 წელს კი შვილს, მარიამ აზარაშვილს ასევე თბილისში, 250 000 ლარის ღირებულების ბინა აჩუქა.

ზურაბ აზარაშვილმა 2018 და 2019 წლებში ორი  ავტომობილი – 55 000 ლარის ღირებულების ტოიოტა კამრი და ტოიოტა პრადო 54 000 ლარად იყიდა.
ზურაბ აზარაშვილს და მის ოჯახის წევრებს საქართველოს ბანკსა და ტერა ბანკში 17 ანგარიში აქვთ გახსნილი. როგორც ამავე დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ჯანდაცვის ახალ დანიშნულ მინისტრს დეკლარაციის შევსების მომენტში მიმდინარე საბარათე ანგარიშებზე 8,73 ლარი, 12 267,52 ევრო, 145,2 ლარი ერიცხებოდა.  საბარათე ანგარიშზე კი – 115,66 ლარი. ზურაბ აზარაშვილი ტერა ბანკში, ანაბრის სახით 7 000 ლარს ინახავს.

მინისტრის შვილებს, მარიამ აზარაშვილს ტერა ბანკში დეპოზიტზე 350 ლარი  და 207,1 ლარი ერიცხებოდა, ანა აზარაშვილსაც და ნიკოლოზ აზარაშვილსაც 350 ლარი, ხოლო მეორე ანგარიშზე ნიკოლოზ 228,45 ლარს ინახავს, ასევე ანას დამატებით კიდევ 267,16 ლარი ერიცხება. ხოლო ანდრია აზარაშვილს სადეპოზიტო ანგარიშზე 3 780 ლარი ერიცხება. დამიანე აზარაშვილიც დედმამიშვილების მსგავსად, ტერა ბანკში დეპოზიტზე 330 დოლარს ინახავს.

თავად მინისტრს ტერა ბანკში სადეპოზიტო სერთიფიკატი აქვს მითითებული, სადაც 95 000 ლარი ირიცხება. მას საკრედიტო ანგარიშზე 56,74 და 423,03 ლარი აქვს, მინისტრის მეუღლეს, შორენა ქოქაშვილს ტერა ბანკში ანგარიშზე 1755,34 ლარი ერიცხება.

ზურაბ აზარაშვილი 2027 წლამდე საქართველოს ბანკში საკრედიტო ვალდებულების შესრულება მოუწევს, მას იპოთეკური სესხი 45 000 ევროს ოდენობით აქვს, ხოლო გასავალში 6050,48 ევროა მითითებული. მინისტრი კიდევ ერთი იპოთეკური სესხით სარგებლობს, რომელიც 2031 წლამდე 120 000 ევროს ოდენობით აქვს აღებული და ზურაბ აზარაშვილს 12 215,62 ევრო გასავალი აქვს.