საბურთალოზე გოგონა 14-ე სართულიდან გადმოვარდა - გოგონა ადგილზე გარდაიცვალა

საბურთალოზე, ბერბუკის ქუჩაზე გოგონა 14-ე სართულიდან გადმოვარდა, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების ავტომობილები. როგორც მისი მეზობლები ვარაუდობენ გოგონა უცხოეთის მოქალაქე უნდა იყოს.

"ამ კორპუსში ბევრი უცხოელი ცხოვრობს და სავარაუდოდ, ეს გოგოც არ იყო ქართველი... სხვა არაფერი ვიცი", - ამბობს გარდაცვლილის მეზობლად მცხოვრები ქალი ჟურნალისტებთან.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.