ზუგდიდში 19 წლის ორსული გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა

ზუგდიდში 19 წლის გოგონას საკეისრო კვეთის დროს გული გაუჩერდა და გარდაიცვალა, როგორც მედიკოსები ამბობენ გულის გაჩერება სავარაუდოდ ნაყოფის გარდიგარდმო ყოფნამ გამოიწვია.

"რანაიარად შეიძლება შენზე წარსულში ლაპარაკი სესიკო... შენ ხომ ჩვენს ქუჩაზე ყველაზე პატარა ხარ სულ რაღაც 19 წლის... გუშინდელ დღესავით მახსოვს შენი დაბადება... ჩვენი ყველაზე პატარა და ყველაზე კეთილი... მზეგულიანი და არამიწიერად კაცთმოყვარე... პატარა სესო, სესიკუნა, ფუმფულიკო ასე გეძახდით... მერე უცებ გაიზარდე, დამშვენდი, ისე მალე დაქალდი რომ დაუჯერებელი იყო... თუმცა ჩვენ მაინც ლოყებზე გჩმეტდით ჩვეულებისამებრ, შენი "დიდობა" ამაში ხელს არ გვიშლიდა... ამ ფოტოზე დედობის ბედნიერების მოლოდინით გაბრწყინებული მოხვედი ჩემთან, ჯერ არ დაბადებული ანასტასია გამაცანი, ისე ძალიან ჩამეხუტე რომ არასოდეს განელდება... შენი კეთილი გულის ქვეშ მეორე გული ცემდა... ერთად მოვუსმინეთ მის გულისცემას, მონიტორზე შევხედეთ როგორი ბუთქუჩაც იყო... მერე კი სულ მალე შენი ოცნების გოგო მოავლინე სამყაროს და შენ ზეცაში გაფრინდი ისე რომ მისი ჩახუტებაც ვერ მოასწარი... ასე არ უნდა ხდებოდეს... ასე არ შეიძლება,მიყვარხარ...", – წერს სოციალურ ქსელში ექიმი ნანა შენგელია. განაგრძეთ კითხვა