ოდესმე რომ მკითხავენ რას გრძნობდი მშობიარობის დროსო -აუცილებლად ვეტყვი რომ ეს იყო...

ტელეწამყვანი გიორგი გასვიანის მეუღლე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს ორსულობისა და მშობიარობის შესახებ, აქვე ის გაგუას კლინიკას და იქ მომუშავე პერსონალს მადლობას უხდის ყველაფრისთვის:

"..თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი"
ჩვენი ცხოვრების ყველაზე ლამაზი წარმოდგენა 24 დეკემბერს შუადღის 14:00-ზე დაიწყო და საღამოს 19:54-ზე დამთავრდა,თუმცა ეს იყო დამთავრება,რომელიც ახალ დასაწყისს,სხვა რეალობას და მილიონ სიახლეს გვპირდებოდა.
ოდესმე რომ მკითხავენ:
-რას გრძნობდი მშობიარობის დროსო? 
აუცილებლად ვეტყვი რომ ეს იყო ძლიერი კავშირი მიწიერ და ზეციერ სამყაროსთან
ერთდროულად გრძნობ საკუთარ სხეულს  და მასში ღმერთის მიერ მოვლენილ ახალ  სიცოცხლეს!
მადლობა გაგუას მთელ გუნდს განსაკუთრებული ყურადღებისთვის და პოზიტიური განწყობისთვის.
სამშობიარო ბლოკი თქვენი წყალობით ერთი დიდი დღესასწაული იყო სადაც თავს ისე ვგრძნობდით,როგორც საკუთარ სახლში."