თურმე მასთან მოულაპარაკია ალექსანდრეს და მან მომიყვანა - ალექსანდრე ზაზარაშვილმა დედას საოცნებო საცუქარი გამოუგზავნა

ქართველი მომღერალი, ალექსანდრე ზაზარაშვილი უკვე თითქმის 2 წელია ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მისმა ხმამ უკვე მსოფლიო მონუსხა და რამდენიმე მსოფლიო დონის პროექტშიც გაიმარჯვა.
ბოლო პროექტი სადაც გაიმარჯვა ეს იყო მაერიკაში, 2021 წლის ნიჭიერი.

როგორც ალექსანდრეს დედა, გულიკო ეგნატაშვილი ჟურნალ "სარკესთან" საუბრისას აღნიშნავს, მისმა შვილმა ამერიკიდან ოცნების მანქანა გამოუგზავნა საჩუქრად:

"ალექსანდრეს არც ერთი დღესასწაული არ გამოუტოვებია, ყველასთვის საჩუქარი რომ არ გამოეგზავნა. სულ სიურპრიზებში ვარ, მანქანაც კი მიყიდა ახლახან. ძალიან მინდოდა, "ბეემვე" მყოლოდა. მოულოდნელად ჩემი დაქალი ჩამოვიდა ბათუმიდან. თურმე მასთან მოულაპარაკია ალექსანდრეს და მან მომიყვანა მანქანა. ამ მონატრებულზე, ჩემი ოცნება რომ ამიხდინა, ისეთი ბედნიერი ვიყავი!", - განაცხადა გულიკო ეგნატაშვილმა.

წყარო: ჟურნალი „სარკე“