წუხელ უთხოვია გამომირთეთ აპარატი, ნუღარ მაწვალებთოო

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა რეზო ამაშუკელთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ახალ ინფორმაციას ავრცელებს და წერს "ეს დღეები აღარც ჭამდა, წყალსაც არ სვამდა, წუხელ უთხოვია გამომირთეთ აპარატი, ნუღარ მაწვალებთოო, უკანასკნელი ლექსის კარნახი უნდოდა შვილიშვილისთვის, განიცდიდა რომ ვერ ახერხებდა"

შეგახსენებთ, პოეტი რეზო ამაშუკელი დღეს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა