ზუგდიდში ძალიან დაღლილი ჩავედი, მაგრამ სრული შოკი მივიღე... 11 ადამიანს წაუვიდა ყინვისგან გული

მსახიობმა ანა ვასაძემ ზუგდიდში, დადიანების სასახლეში გამართულ მეჯლისზე ისაუბრა და აღნიშნა რომ ეს იყო საოცრება, რაც იქ ნახა სრული შოკი იყო მისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილი იყო მაინც დიდი სიამოვნება მიიღო ნანახით
ასეთი დიდი ესთეტიკური სიამოვნება, რაც ამ მეჯლისმა მომიტანა, კარგა ხანია, არ მიმიღია. ზუგდიდში ძალიან დაღლილი ჩავედი, მაგრამ როცა ასეთი სილამაზე დავინახე, სრული შოკი მივიღე. მთელი ღამე გადაღებაში ისე გავატარეთ, რომ საერთოდ არ შევუწუხებივარ არც ყინვას, არც უძილობას და არც დაღლას…

ჩვენ გაგვიმართლა, რადგან ცეკვები დადიანების სასახლეში გვქონდა. გარეთ ვისაც მოუწია ცეკვამ, ძირითადად, პროფესიონალ მოცეკვავეებს, ბევრი რამის ატანა მოუხდათ. 11 ადამიანს წაუვიდა ყინვისგან გული, მაგრამ როგორც კი გონზე მოდიოდნენ, ცეკვას ითხოვდნენ, რადგან ყველა აღფრთოვანებული იყო ამ სილამაზით…