ვინ არის კაცი, რომელმაც ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ კი გაზი გაუშვა სახლში - ლაგოდეხში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
- 16/01/22
- 42204 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ლაგოდეხში მომხდარი შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები ცნობილია, როგორც გამოძიებამ დაადგინა მოკლული ნონა ჭაბაშვილი ჯერ გაგუდულია, ხოლო შემდეგ გაზია გაშვებული სახლში, როგორც აღმოჩნდა მკვლელობა მის ყოფილ ქმარს ბრალდება. თავდაპირველად ქალის გაზით გაგუდვა განიხილებოდა.
გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ნონა ჭაბაშვილი, რომელსაც სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, მისმა ყოფილმა ქმარმა გაგუდა, შემდეგ კი გაზის ონკანი გახსნა და ადგილიდან მიიმალა, მამაკაცი უკვე დაკავებულია. ის წარსულში ნასამართლევია და ამჟამადაც პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო. დაკავებულს ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ.
მოკლული ქალის ახლობლები "კურიერთან" საუბარში ამბობენ, რომ ნონა ჭაბაშვილი ყოფილი მეუღლის მხრიდან არაერთხელ ყოფილა მუქარისა და ძალადობის მსხვერპლი. მეზობლები ყვებიან, რომ გიორგი ბარბაქაძე ნარკოდამოკიდებული იყო და ფსიქიკური პრობლემებიც ჰქონდა, თუმცა 37 წლის ქალს პოლიციისთვის დასახმარებლად არასდროს მიუმართავს.
ქმართან ოფიციალურად დაშორების შემდეგ ჭაბაშვილი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ლაგოდეხში ცხოვრობდა. ბოლო ერთი წელია ის ლაგოდეხის საკრებულოს აპარატში მუშაობდა, თუმცა თანამშრომლებმა ქალის პრობლემის შესახებ არაფერი იცოდნენ.
ქალის ყოფილ ქმარს, 38 წლის გიორგი ბარბაქაძეს, გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


