წალენჯიხაში არასრულწლოვანი შვილის მიერ გასროლილ მა იარაღმა დედა იმსხვერპლა - რას წერდა ბრმა ტყვიას შეწირული ქალი შვილებზე ფეისბუქში სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე

პორტალ თეა.ჯის ინფორმაციით წალენჯიხაში შვილის მიერ გასროლილ იარაღს დედა ემსხვერპლა. მაია ფიფია, ეს ის ქალია, რომელიც ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. ორმაგად სამწუხაროა ის ინფორმაცია, რომ საკუთარი შვილის მიერ გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა 50 წლამდე ქალი.

ბოლო პოსტი, რომელიც მაია ფიფიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, 30 დეკემბრით თარიღდება. აი რას წერდა გარდაცვლილი: "ბავშვები, რომლებსაც ნაკლებად მკაცრი და თბილი მშობლები ჰყავთ, ბედნიერ ადამიანებად იზრდებიან."

შეგახსენებთ, წალენჯიხაში, რამდენიმე საათის წინ შვილის მიერ გასროლილმა ტყვიამ შემთხვევით, დედა, 50 წლამდე ქალი იმსხვერპლა.

შუახნის ქალი მაია ფიფია წალენჯიხის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის სერტიფიცირებული პედაგოგი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.