
რუსთავსი ახალგაზრდებმა პოლიციის მთვრალი თანამშრომელი სცემეს - არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი საწესთან იჯდა და ახალგაზრდებს შეურაცხყოფა მიაყენა
- 17/01/22
- 80876 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

რუსთავში ახალგაზრდებმა პოლიციის მთვრალი თანამშრომელი სცემეს, რომელიც საჭესთან იჯდა არაფხიზელ მდგომარეობასი. როგორც თვითმხილველები ამბობენ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პოლიციელმა ავტომობილიდან ახალგაზრდებს შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ჩხუბი დაიწყო, პოლიციელს თავი გაუტყდა, ცემის დროს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პოლიციელმა იარაღიდან რამდენიმეჯერმე გაისროლა.
როგორც "ინფო რუსთავს" თვითმხილველებმა განუცხადეს, მამაკაცმა ავტომობილით გაიარა და, სავარაუდოდ, მეორე ავტომობილის მძღოლს უხეშად მიმართა.
აღნიშნული შელაპარაკების შემდეგ ახალგაზრდები ავტომობილებიდან გადმოვიდნენ და მალევე ჩხუბი დაიწყეს. ჩხუბის დროს მამაკაცმა, რომელსაც რამდენიმე პირი ფიზიკურად უსწორდებოდა, იარაღი ამოიღო და ჰაერში გაისროლა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ აღნიშნული პირი პოლიციელი იყო და, სავარაუდოდ, კონფლიქტის დროს არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
"სასწრაფომ წაიყვანა პოლიციის დაშავებული თანამშრომელი. თავი ჰქონდა გატეხილი. ჩხუბის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა",- აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.
"ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს.
ავტორი
ელენე ლაცაბიძე