რუსთავი ავარიას 2 თვის ბავშვი ემსხვერპლა

რუსთავში ავარიას 2 თვის ბავშვი ემსხვერპლა, ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ინფო რუსთავი ავრცელებს. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს "ჰონდას" და "მერსედესის" მარკის ავტომობილები შეეჯახა, რის შედეგადაც "ჰონდას" ერთ-ერთი მგზავრი, ორი თვის ბავშვი გარდაიცვალა. შემთხვევის დროს დაშავდა კიდევ ოთხი პირი. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

დაშავებულებს შორისაა გარდაცვლილი ჩვილის დედა, მამა და ასევე მცირეწლოვანი ძმა, რომელიც კლინიკა "რუსთავიდან" თბილისის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

როგორც კლინიკა რუსთავის დირექტორი "ინფო რუსთავთან" აცხადებს, არ ფლობს ინფორმაციას ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული პირების ჯანმთელობის შესახებ.