4 ბალიანი შტორმის მიუხედავად ბათუმის ზღვაში მართლმადიდებლებმა განბანვის ტრადიცია ჩაატარეს

ამის შესახებ ვიდეოკადრებს რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს
ბათუმში მართმადიდებელი ქრისტიანები ნათლისღების დღესასწაულზე ზღვაში შედიან. რიტუალს განბანვა ჰქვია და იგი იესო ქრისტეს ნათლობას უკავშირდება. ადგილობრივმა ეპარქიამ ზღვაში მასობრივ ჩასვლაზე პანდემიის გამო უარი თქვა. მორწმუნეები კი თავისი გადაწყვეტილებით მონაწილეობდნენ "განბანვაში". შავი ზღვის ბათუმის სანაპიროზე 19 იანვარს ღამით 4 ბალიანი შტორმი იყო გამოცხადებული. სანაპიროზე მაშველები მუშაობდნენ.