
თავზარდაცემული ვარ... ჯერ ვერ მოვსულვარ გონებაზე, ისეთ შოკში ჩამაგდო ამ ამბავმა
- 20/01/22
- 60702 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ქალბატონი ნანა ღონღაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს მისი ბავშვობის მეგობარსა და ცნობილ ქართველ, ულამაზეს მსახიობზე რუსიკო კიკნაძეზე. მსახიობი რუსო კიკნაძე მოულოდნელად დღეს საკუთარ სახლში, ლოს-ანჯელესში, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"თავზარდაცემული ვარ, დღეს დილით ლოს - ანჟელესში, თავის სახლში უცბად გარდაიცვალა ჩემი ბავშვობის მეგობარი, ულამაზესი ქართველი მსახიობი რუსიკო კიკნაძე! ჯერ ვერ მოვსულვარ გონებაზე, ისეთ შოკში ჩამაგდო ამ ამბავმა. ვისაც შეგიძლიათ დაუნთეთ სანთლები ეკლესიებში და მოიხსენიეთ მისი სული, გთხოვთ..."