დავით პაპასკირის მეუღლეს ნერვიულობიგან მუცელი მოეშალა

ღუდუშაურის კლინიკის აიტი სპეციალისტის გარდაცვალებამ მთელი საქართველო დაამწუხრა. დავით პაპასკირი ღუდუშაურის კლინიკასი მუშაობდა და სამწუხაროდ კორონავირუსს ემსხვერპლა. ბიჭი ახალდაქორწინებული გახლდათ, როგორც ოჯახის ახლობელი "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ამბობს მეუღლე ორსულად იყო და ნერვიულობაზე მუცელი მოეშალა.

"ჩემი მოსწავლე იყო. ვაი მისი დედის ბრალი... სამი თვეა დაქორწინდა... მეუღლემაც ნერვიულობისგან ნაყოფი დაკარგა... ზეადამიანი იყო... სხვანაირი...",- გვითხრა ახლობელმა.

ახალგაზრდა მამაკაცი ერთ კვირაზე მეტხანს კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

ახალგაზრდას მეგობრები ემშვიდობებიან:

"ზაფხულის თბილ დღეებში გაგიცანი და დღეს ზამთრის ყინულივით ცივ მაგრამ ლამაზ თეთრი ფიფქებით სავსე ცის ქვეშ გაგაცილე"

"მოვედით დათო, შენი საუკეთესო მეგობრები. მე ასეთ დათოს არ ვიცნობდი, ჩემი დათო სულ იცინოდა, ჩემი დათო სულ ბედნიერი იყო, ჩემი დათო სიცოცხლით აღსავსე იყო, ჩემს დათოს სიცოცხლე უხაროდა...თითქოს გეძინა და მძინარეს გიყურებდით,ვერ დავიჯერეთ რომ რეალობა ასეთი მწარე აღმოჩნდებოდა ჩვენთვის...​"