არც ისე სახარბიელოდ დამეწყო 2022... ვერ ვიტყოდი რომ მარტივია, მაგრამ ესეც გაივლის

პოლიტიკოს ბექა ოდიშარიას მეუღლე, მიუხედავად იმისა, რომ უამრავ კორონავირუსიანთან ჰქონია შეხება და არცერთხელ არ დაინფიცირებულა ახლა დაინფიცირდა და სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსსაც აქვეყნებს ამის შესახებ.
ესეც ასე - "შენ კორონა არ გემართება!" მითი დაიმსხვრა ...
 2020 წელს, ჯერ კიდევ აუცრელები რომ ვიყავით , ჩემს შვილებს მარიამს და ლაშას დაემართად კორონა, მათთან ერთად ვიყავი იზოლაციაში  2 კვირა , ერთად ვსადილობდით , ერთად გვეძინა , ყოველგვარი პირბადის გარეშე (“მაინც დამემართება “ პრინციპით ) , არ გადამედო ... ამის მერე გავთამამდი და უამრავი ძალიან ახლო კონტაქტი ვიყავი , ისეთი კონტაქტები კორონას რომ აფრქვევდნენ :)) ყველას რომ ედებოდა მათგან ჩემს გარდა... აქვე გეტყვით რომ ჩემი სითამამის გამო სულ ვიტესტებოდი რამე რომ არ გამომპარვოდა, აცრამდე გავიკეთე ანტისხეულებზე ანალიზი , არ მქონდა გადატანილი ...
ავიცერი და გათამამება მერე გენახათ .... მართლა საოცარ სიტუაციებში გამოვძვერი ... ბოლო კონტაქტი სალომე იყო , 48 საათი ერთად ვიყავით , მისი ბოთლით წყალი დავლიე :)) 4 ჩვენს მეგობარს გადაედო მისგან რომლებიც ნაკლებ კონტაქტში იყვნენ მასთან, მე რათქმაუნდა სახლში , იზოლაციაში , პირბადით გამოკეტილი ვიყავი …. გავიდა იზოლაციის ვადა ისევ უარყოფითი ტესტის პასუხით , მაგრამ ახალი ჩემთვის უსაყვარლეს ადამიანთან კონტაქტით შევბრუნდი იზოლაციაში , რათქმაუნდა ყველა დარწმუნებული იყო რომ მე არ გადამედებოდა  
…. ხოდა კონტაქტიდან მესამე დღეს ჯერ მანანიკოს და მერე მე 38 სიცხე და ა.შ 
ვერ ვიტყოდი რომ მარტივია , მაგრამ “ესეც გაივლის” 
არც ისე სახარბიელოდ დამეწყო 2022 , ჯერ ზუკას, ნინას, მარიამს , ჯაბას , ეხლა მე და მანანას , მაგრამ ზუსტად ვიცი “კენწეროში გატკბილდების”  ღვთის ნებაა ყველაფერი 
P.S. იყოს ეს სტატუსი მაინც რომ გავიხსენო რა და როგორ იყო , თორემ ჩემი დაქვეითებული მეხსიერება , კორონას მერე შეიძლება სულ გაქრეს 
ჯანმრთელობას გისურვებთ