შურისძიება დისშვილის მკვლელობის გამო - გურჯაანში ტრაგედია დატრიალდა, გარდაცვლილია 36 წლის კაცი
- 26/01/22
- 41600 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
გურჯაანში ტრაგედია დატრიალდა, როგორც იუწყებიან გარდაცვლილია 36 წლის კაცი, რომელმაც სავარაუდოდ 2013 წელს სავარაუდო მვკლელის დისშვილი მოკლა.
გურჯაანიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში კაცმა მეზობელი მოკლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 60 წლის მამაკაცმა მისი დისშვილის მკვლელს, 36 წლის კაცს სანადირო თოფიდან ესროლა.
მეზობლების თქმით, მომხდარის მთავარი მოტივი შურისძიება იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.