გუბაზ სანიკიძე გაბარიტებითაც ჰგავს ტროას ცხენს
- 27/01/22
- 41704 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ირაკლი კობახიძე გამოირჩევა თავისი უტაქტო ხუმრობებით, მან გუბაზ ზანიკიძის გაბარიტებზეც იხუმრა და მას ტროას ცხენი უწოდა, მისი თქმით გუბაზ სანიკიძე გაბარიტებიტაც ჰგავს ტროას ცხენს და ამიტომ ის ტროას ცხენის ფუნქციას ასრულებს.
"ყველამ იცის, რომ გუბაზ სანიკიძე სააკაშვილის რუპორია, ის რაღაცებს სთხოვს, მერე ეს ახმოვანებს. ის სააკაშვილის როლის ხაზგასმას აკეთებს აღმატებით ხარისხში" – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, ეს ხელს უწყობს დაპირისპირებას "ნაციონალურ მოძრაობაში", რაც მისი თქმით, სააკაშვილს აწყობს.
"ანუ გუბაზ სანიკიძე ტროას ცხენად შეგვიძლია განვიხილოთ?" – იკითხა ჟურნალისტმა, რაზედაც ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ "კი, გუბაზ სანიკიძე გაბარიტებითაც ჰგავს ტროას ცხენს".