არ ვმალავ, რომ ის არ მიყვარდა, უბრალოდ, საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ ჯობდა, ოჯახი შემექმნა - რეალურად ვინ იყო ქეთი დოლიძის დიდი სიყვარული, რომელიც ზეპოპულარული კაცი გახლდათ

რეჟისორი ქეთი დოლიძის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი არ წყდება. რეჟისორი თავისი ცხოვრების და სიყვარულის შესახებ ნელ-ნელა აკეთებს არიარებებს. ჟურნალ "გზასთან ინტერვიუში რეჟისორმა დაადასტურა, რომ ცნობილ რუს მსახიობთან იური ვასილევთან მართლაც რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა და ძალიან დადებითად ახასიათებს საბჭოთა დროინდელ ქალების გულთამპყრობელს იური ვასილევს. იური ვასილცევის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული როლი გახლდათ ფილმში "მოსკოვს ცრემლების არ სჯერა"

პრესაში ბევრჯერ დაწერილა ცნობილი რუსი მსახიობის, იური ვასილევისა და თქვენს დიდ სიყვარულზე. მართლა ისეთი სიმპათიური იყო, როგორიც ეკრანზე ჩანდა?

ქეთი დოლიძე:

სინამდვილეში კიდევ უფრო სიმპათიური იყო. რაც შეეხება ხასიათს, ჩემი ანტიპოდი გახლდათ: ძალიან წყნარი, მშვიდი, ნამდვილი ინტელიგენტი და სულით არისტოკრატი… საოცრად თბილი, რბილი ხასიათი ჰქონდა და აბსოლუტურად არასწორად შეარჩია პროფესია. მიუხედავად იმისა, რომ კარგი მსახიობი იყო, მეტისმეტად მოკრძალებული ხასიათი ჰქონდა და საერთოდ არ იყო ამბიციური. სამწუხაროდ, ჩვენი გზები გაიყარა და ჩემი პირველი მეუღლე, სულ სხვა პიროვნება – მურად იაგიზაროვი გახდა. არ ვმალავ, რომ ის არ მიყვარდა, უბრალოდ, საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ ჯობდა, ოჯახი შემექმნა. სხვა სიტყვას ახლაც ვერ ვპოულობ – ჩემი თავი უბრალოდ, გადავიგდე ამ ქორწინებაში…