რა უნდა ელაპარაკო ამნაირ ადამიანს... მისი რეკომენდაციებიდან 90 პროცენტი მტკნარი ტყუილია და თან საკუთარ თავს ექსპერტს ეძახის - გიორგი ღოღობერიძე ფხაკაძეს საჯაროდ დაუპირისპირდა

ექიმი და ტელეწამყვანი გიორგი ღოღობერიძე გიორგი ფხაკაძეს საჯაროდ დაუპირისპირდა და მას ტყუილების ლაპარაკსი ადანაშაულებს, როგორც ღოღობერიძე  წერს გიორგი ფხაკაძის მიერ ნათქვამი რეკომენდაციების 90 % ტყუილია.

"აი, რა უნდა ელაპარაკო ადამიანს, რომელიც დღეში 7-ჯერ ცვლის რეკომენდაციებს, აქედან 90% მტკნარი ტყუილია და თან საკუთარ თავს ექსპერტს ეძახის.

გიორგი არის მედიცინის სირცხვილი და იმის განსახიერება, თუ როგორი არ უნდა იყოს ექიმი.

მას თუ ჰგონია, რომ ქართველი ექიმების დაცინვა შეუძლია, ცდება. საკადრის პასუხს ჩვენგანაც მიიღებს და ხალხის დაპანიკებას შეეშვას, სასაცილო ხდება", – წერს გიორგი ღოღობერიძე