სალომე ძალიან დიდი სტრესის ქვეშ არის - სალომე ტეტუნაშვილის ძმა განცხადებას ავრცელებს

სალომე ტეტუნაშვილის ძმა განცხადებას ავრცელებს და ემიგრანტებს მადლობას უხდის მხარში დგომისთვის, ასევე მადლობას უხდის ქართველ ხალხს და ამბობს, რომ სალომე ძალიან დიდი სტრესის ქვეშ არის და მისი სიტყვები ადეკვატური არ არის.

"მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა, არც კი ვიცით სიტყვა მადლობა თუ ატარებს საკმარის შინაარსს, იმისთვის რაც ჩვენი ოჯახისთვის გააკეთეთ! მადლობა, რომ სალომეს პოვნაში დაგვეხმარეთ; მადლობა, რომ დედას არ ტოვებდით მარტო; მადლობა, რომ ყველა რისკზე მიდიოდით, რათა მიგეღოთ პასუხები... 
სალომე ძალიან დიდი სტრესის ქვეშ არის, გთხოვთ ნუ გააკეთებთ გაუაზრებელ კომენტარებს.. ამ წუთას არცერთი მისი სიტყვა არ არის ადეკვატური და ნუ იმსჯელებთ მოგონილი ისტორიების შესაბამისად.
ადვოკატი აუცილებლად ბოლომდე მიიყვას გამოძიებას!
მადლობა, მართლაც საამაყო ხალხი ხართ. მშვიდობას და სამშობლოში მალე დაბრუნებას გისურვებთ!" - წერს ემიგრანტების ჯგუფში ბადრი ტეტუნაშვილი