
დასავლეთიდან მოდის ინფორმაცია, რომ ხვალ უკრაინაში ომი დაიწყება - ზელენსკი
- 29/01/22
- 55610 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ვოლოდიმერ ზელენსკი უკმაყოფილოა იმ გადაწყვეტილებით რაც მსოფლიო ლიდერებმა მიიღეს და აღნიშნავს რომ იმის აფიშირება, რომ ხვალ უკრაინაში ომი დაიწყება პანიკას და დესტბილიზაციას და შიშს ნერგავს უკრაინის მოსახლეობაში, რაც უკრაინის ეკონომიკას დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს.
ზელენსკი შეცდომას უწოდებს აშშ–ის, დიდი ბრიტანეთის და ავსტრალიის გადაწყვეტილებებსაც, რომლის თანახმადაც ამ ქვეყნების საელჩოს თანამშრომლები კიევიდან გაიყვანეს.
მისი თქმით, უკრაინისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ქვეყნის შიდა დესტაბილიზაცია წარმოადგენს.
შეგახსენებთ, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი ემილი ჰორნი აცხადებს, რომ აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო დიალოგში თქვა, რომ , დიდი შანსია, რუსეთი უკრაინაში მომავალ თვეში შეიჭრას.
გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მტკიცებით კი , თუ ეს რუსეთზეა დამოკიდებული, მაშინ "ომი არ იქნება".
შეგახსენებთ, რამდენიმე თვეა უკრაინის საზღვართან კვლავ რჩება ასი ათასამდე რუსი ჯარისკაცი. კიევი და დასავლური სახელმწიფოები შიშობენ, რომ რუსეთი შეჭრისთვის ემზადება.
26 იანვარს ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით აშშ-მ და NATO-მ რუსეთს წერილობითი პასუხი გადასცეს. დოკუმენტის შინაარსი ცნობილი არაა. ე.წ. უსაფრთხოების გარანტიები, რომელზეც მოსკოვი აპელირებს, აღმოსავლეთით NATO-ს გაფართოების შეჩერებას გულისხმობს, რასაც დასავლეთი არ იზიარებს.
რუსეთში აცხადებენ, რომ NATO-სა და აშშ-ს წერილებს სწავლობენ, მომდევნო ნაბიჯებს კი პრეზიდენტი პუტინი განსაზღვრავს.