სამტრედია გლოვობს... ერთი შვილი დაგრჩა, ჩაეხუტება შენს გაყინულ სხეულს დღეს... მისი შვილის მონატრებას გადაყვა...

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთში ქართველი ემიგრანტი, 41 წლის მარიკა რუხაძე გარდაიცვალა. მარიკა რუხაძე 15 წელია ემიგრაციაშია, მას 21 წლის შვილი დარჩა, მეუღლე კი წლებია გარდაცვლილია.

გარდაიცვალა ემიგრანტი თურქეთში 41 წლის მარიკა რუხაძე ის 15 წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა (სამტრედია გლოვობს)
მეუღლე გარდაცვლილი ყავს  წლებია.. ერთი ბიჭი დარჩა თენგო ხუჭუა 21 წლის... მისი შვილის მონატრებას გადაყვა...
მოიხსენიეთ ახლადშესვენებული მარიკა
კიდევ ერთი ახალგაზრდა ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე...  
გასწიეთ სევდა, მე გული მაქვს სიცოცხლე მინდა....
თვითეული გარდაცვლილი ემიგრანტი ჩვენი საერთო ტკივილია....ნათელი დაუმკვიდროს უფალმა......საქართველომ კიდევ ერთი ემიგრანტი შვილი დაკარგა.....
15 წლიანი ემიგრაციიდან ასე უნდა ჩასულიყავი მშობლიურ სამტრედიაში? შენ ხომ ამბობდი მე ძლიერი ვარო მაგრამ მაინც  ვერ გაუძლო ამ მონატრებად შენმა პატარა, მაგრამ საოცრად დიდმა და კეთილმა გულმა .  ვინც გიცნობდა ყველას გული ჩასწყვიტე ცხარე ცრემლებით დაგტირიან თურქეთის ემიგრანტები.... ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი და ყველას მშველელი იყავი  და მუხანათი სიკვდილის მოახლოვება იქნებ ამიტომაც ვერ გაიგე?! ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი კისკისი და ტკბილი საუბარი. კეთილი და სამართლიანი იყავი და ეჭვი არასდროს შეგვეპარება, რომ ამ სოფლიდან ყველა შემოგაშველებს ლოცვას, ვისთვისაც შენი ამაგი უანგაროდ დაგიხარჯავს. ლამაზი და მშვენიერი წაგიყვანა სადაც მართალნი განისვენებენ, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი. "
"შოთო სიხარულიძე ქართველი" ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.
შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული. ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო , ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მონატრებული საქართველოს მიწა.
უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აუღწერელი ტკივილი ემიგრანტებია… 
“ახლაც ის დროა,როცა ქართველი,გულით ნატრობდა სად მომკვდარიყო ქართული მიწის ეგრძნო სურნელი… ბალახი მაინც რომ გამხდარიყო”