პირველადი ინფორმაციით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - რუსთავში, ახალგაზრდა მამაკაცი სახლში გარდაცვლილი იპოვეს

შემზარავი ფაქტი მოხდა რისთავში, 30 წლამდე მამაკაცმა სიცოცხლე სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც ახლობლები ამბობენ ახალგაზრდა მამაკაცი სახლში მარტო იყო და კონტაქტზე არ გამოდიოდა, რის შემდეგაც გამოიძახეს პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

რუსთავში, ბინაში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, დავით გარეჯის ქუჩაზე, ერთერთ ბინაში მყოფი, 30 წლამდე მამაკაცი კონტაქტზე არ გამოდიოდა.

ადგილზე გამოიძახეს პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. პირველადი ინფორმაციით, ახალგაზრდამ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.