ცხვირბადე, ახალი ტრენდი სამხრეთ კორეიდან რომელიც მსოფლიო ბაზარს იპყრობს - რა არის და რისთვის გამოიყენება

ახალი და გასაკვირი არ არის, რომ პანდემიამ მსოფლიო მოსახლეობა და მათ შორის მოდაც მთლიანად შეცვალა, შეიძლება ითქვას, რომ თავდაყირაც დააყენა. მაგალითად წინა კვირას კორეულ ბაზარზე გამოჩნდა ცხვირბადე, რომელმაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა მსოფლიო ბაზარზე. როგორც განმარტებაში წერია, ე.წ ცხვირბადე გამოიყენება რესტორნებში ჭამის დროს, ასევე მოწევის დროს და ა.შ.
ნიღაბი, რომელიც ერთ-ერთმა სამხრეთ კორეულმა კომპანიამ გამოუშვა, შექმნეს იმისთვის, რომ ადამიანებმა ლანჩის დროს თავი უფრო კომფორტულად იგრძნონ მხოლოდ ცხვირის დაფარვით, მაშინ, როდესაც ისინი ჭამენ ან სვამენ.

Kosk-ის ნიღბის ფოტოები სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა მას შემდეგ, რაც მისმა მწარმოებელმა კომპანია Atman გაყიდვაში ჩაუშვა.

როგორც Washington Post წერს, პირბადის მოხმარება ორგვარად შეიძლება – სადილის დროს, შესაძლებელია მისი მხოლოდ ცხვირზე მორგება, სხვა შემთხვევაში კი ნიღაბი იშლება და პირსაც ფარავს.

ის უკვე ხელმისაწვდომია ონლაინ სავაჭრო ვებსაიტზე, 10 ცალი ნიღბის ღირებულება კი დაახლოებით 8 დოლარია.

ვირტუალურ სივრცეში ნიღაბმა ცნობისმოყვარეობასთან ერთად, საზოგადოების კრიტიკაც გამოიწვია.

ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი იდეას დასცინის და წერს, რომ ამ შემთხვევაში მაინც შესაძლებელია ადამიანი დაინფიცირდეს, რადგან ნიღაბი არ ფარავს პირს.