ელენეს უყვარს ამ სურათის კოცნა... ეს იყო ყველაზე საშინელი დღე ჩემს ცხოვრებაში

რუსთავი2-ზე ნიკა ქაცარიძეს ოჯახი და მეგობრები იხსენებენ, როგორც ნიკას მეუღლე ამბობს ეს იყო მის ცხოვრებაში ყველაზე საშინელი დღე, რომელიც არასოდეს დაავიწყდება.
"ნიკა ქაცარიძის კუთხე, ბოლოს როგორც დატოვა ისეა, ყველაფერი ხელუხლებელია. ორმოცი დღე ასე იქნება. შემდეგ შევაგროვებ ყველაფერს და ოჯახს გადავცემ. ჩვენ აქ ფაქტობრივად 18 წელი ვცხოვრობდით, ეს იყო ჩვენი მეორე სახლი. მაგიდაზე დღემდე დევს შესავსები ბილეთი. მე უნდა მოვიგო მილიონი" – იხსენებს ლევან ხურცია.