ბაკურიანში შესაძლებელია განხორციელდეს მგზავრების ევაკუაცია, საბაგიროზე 50-მდე ადამიანი დახმარებას ითხოვს, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური

ბაკურიანსი, მიტარბის პირველ ტრასასთან არსებული საბაგირო სავარაუდოდ ძაბვის ვარდნის გამო გაჩერდა. საბაგიროზე 50-მდე ადამიანი იმყოფება, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო დახმარებაც.
კომპანიის განცხადებით, ადგილზე მობილიზებულები არიან მაშველები და მიმდინარეობს პრობლემის აღმოფხვრა. მათივე განმარტებით, საბაგიროს მუშაობა ძალიან მალე აღდგება. არსებული ინფორმაციით, საბაგიროთი დაახლოებით 50-მდე პირი გადაადგილდებოდა.

"ცოტა ხნის წინ გამოაცხადეს, რომ დაიწყება მგზავრების ევაკუაცია" - ამბობს ერთ-ერთი დამსვენებელი

შენიშვნა - სურათი მითითებულია თემატურად!