მე და გია უკვე მესამე წელია ცოლ-ქმარი აღარ ვართ - გია ბაღაშვილის ყოფილი მეუღლის პირველი კომენტარი ქმართან დაშორებაზე

გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გია ბაღაშვილის ყოფილ ცოლს ახალი რჩეული ჰყავს, რამაც ხალხში დიდი გაღიზიანება გამოიწვია. გამოცემა  "ამბები.ჯი" დღეს დაუკავშირდა თაკო ტაბატაძეს და როგორც გამოცემა წერს თაკო ტაბატაძემ ბაღაშვილთან დაშორების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ უკვე მესამე წელია ქმართან დაშორებულია.
მინდა გითხრათ, რომ მე და გია უკვე მესამე წელია, რაც გაშორებულები ვართ და ცოლ-ქმარი აღარ ვართ. წლების განმავლობაში სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები ჩამოგვიყალიბდა და ამიტომაც გადავწყვიტეთ ცალკ-ცალკე გაგვერძელებინა ცხოვრება, თუმცა ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს.