ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესი იქნებოდა გავშორებულიყავით... ამ საკითხზე მეტ საუბარს აღარ ვაპირებ - რა განცხადებას ავრცელებს გია ბაღაშვილი ცოლთან დაშორებაზე

უკვე ორი დღეა მითქმა-მოთქმა არ წყდება გია ბაღაშვილისა და მისი ცოლის დაშორების შესახებ. 2 საათის წინ მუსიკოსმა თავის სოციალურ ქსელში განმარტება გააკეთა თუ რატომ დაშორდა ცოლს და როგორი ურთიერთობა აქვს ახლა მასთან. ბაღაშვილმა განმარტა, რომ მათი სამომავლო ხედვები არ ემთხვეოდა ერთმანეთს და ამიტომაც გადაწყვიტეს 3 წლის წინ რომ ჯობდა დაშორებულიყვნენ.

პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი ოჯახის ყველა გულშემატკივარს, წლების მანძილზე, ჩემი ოჯახის მიმართ გამოხატული გამორჩეული სითბოსა და სიყვარულისთვის, რასაც ყოველთვის ვგრძნობ და უზომოდ მადლიერი ვარ ამისთვის.
რაც შეეხება ჩემი და  თაკოს გაშორებას, დიახ ეს მართლაც ასეა. ჩვენ მესამე წელია რაც ცოლ-ქმარი აღარ ვართ. მიზეზი განსხვავებული ხედვები იყო მომავალთან დაკავშირებით და ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესი იქნებოდა გავშორებულიყავით. რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, პირველ რიგში ჩვენი 4 უსაყვარლესი შვილის გათვალისწინებით, მაგრამ საბოლოოდ ვარჩიეთ ამ ფორმით შეგვენარჩუნებინა კარგი ურთიერთობა და საბედნიეროდ ეს შევძელით.  გაშორების ფაქტის გასაჯაროებაზეც სწორედ იმიტომ შევიკავეთ თავი, რომ ეს ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო ჩვენი პატარებისთვის.
მიუხედავად დაშორებისა, მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩვენი შვილების აღზრდისა და მათზე ზრუნვისათვის.
ამ საკითხზე მეტ საუბარს აღარ ვაპირებ, ვინაიდან ამ თემის ზედმეტად მუსირება დისკომფორტს შეუქმნის ბავშვებს.