ელგუჯა ბურდული ჰოსპიტალიზირებულია, მსახიობი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

გამოცემა "პრაიმ-ტაიმის" ინფორმაციით მსახიობი ელგუჯა ბურდული საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. როგორც გამოცემა იუწყება მას კორონავირუსის შემდგომ ფილტვების ანტება განუვითარდა.

ლადო ბურდული: - კოვიდის შემდგომი ეტაპია, პნევმონიაა. გუშინ სასწრაფომ გადაიყვანა კლინიკაში და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

მამა ორჯერ არის აცრილი და ეგ გვეხმარება, რომ რთულად არ მიდის ინფექცია. თუმცა ის მაინც მძიმე პაციენტად ითვლება.