საქართველოს პრემიერ მინისტრმა ხელიც კი არ ჩამოართვა უკრაინის პრეზიდენტს

პოლიტიკოსი, სალომე სამადალაშვილი მთავარ არხთან საუბრისას ამბობს, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრმა სამარცხვინოდ ხელიც კი არ ჩამოართვა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმერ ზელენსკის, რომელიც იმავე სივრცეში იმყოფებოდა.
 

საუბარია მიუნხენის კონფერენციაზე, სადაც ღარიბაშვილიც იმყოფებოდა, თუმცა მსოფლიო ლიდერებს ის არ შეხვედრია. მათ შორის არც პრეზიდენტ ზელენსკის, რომელსაც უკრაინაში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, ისტორიული გამოსვლა ჰქონდა.

"საქართველოს პრემიერმინისტრმა სამარცხვინოდ ხელიც კი არ ჩამოართვა უკრაინის პრეზიდენტს, რომელიც იმავე სივრცეში იმყოფებოდა, რომელშიც ის იყო და ასევე, ისე მოდის მიუნხენიდან, რომ არცერთ მნიშვნელოვან ლიდერთან დასავლური სამყაროსი, მას შეხვედრა ორმხრივი არ გაუმართავს. ეს არის მიტაცებული სახელმწიფოს შედეგი, როდესაც პრემიერი წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს და არანაირი საერთო არ აქვს ჩვენს სახელმწიფო და სახალხო ინტერესებთან",- თქვა სალომე სამადაშვილმა.