ვფიქრობდი, რად მინდა გვერდით მამაკაცი-მეთქი, ახლა კი ვხვდები, რომ კი არ მჭირდება, მინდა...

სპორტსმენი ნანა ნებიერიძე ჟურნალ თბილისელებთან თავისი პირადი ცხოვრების შესახებ ყვება და ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ ფიქრობდა, რომ გვერდით არ სჭირდებოდა მამაკაცი ჰყოლოდა, ახლა კი ხვდება, რომ კი არ სჭირდება, არამედ უნდა რომ გვერდით საყვარელი მამაკაცი ჰყავდეს.

მარტო ვარ. რამდენიმე წლის წინ ვფიქრობდი, რად მინდა გვერდით მამაკაცი-მეთქი, ახლა კი ვხვდები, რომ კი არ მჭირდება, მინდა, საყვარელი მამაკაცი, ადამიანი, რომელსაც დავეყრდნობი, ფიქრებს გავუზიარებ და მასთან ერთად მშვიდად ვიცხოვრებ. აქამდე არ მინდოდა, ახლა მინდა. ეს აზრი ასაკის მატებასთან ერთად მოვიდა…